სიმეონე: "ტორესი ძალიან კარგ ფორმაშია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონე: "ტორესი ძალიან კარგ ფორმაშია"


"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ თავდამსხმელ ფერნანდო ტორესის კარგი ფორმა აღნიშნა. სპეციალისტი აცხადებს, რომ მადრიდელები 31 წლის ფორვარდისგან ბევრს ელიან. "ტორესი ძალიან კარგ ფორმაშია". - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Goal. "ფერნანდო სეზონის წინ ემზადებოდა და ახლა ოპტიმალურ კონდიციებშია. მისგან ბევრს ველით, მისი დონის გათვალისწინებით. გასულ სეზონში მან თავი კარგად წარმოაჩინა, არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მოგვცა. მოხარული ვარ, ასეთ კონკურენციას რომ ვხედავ გუნდში".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები