კორდობა: "ინტერის" გულშემატკივრებს ამ სეზონში დიდი მოლოდინი აქვთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კორდობა: "ინტერის" გულშემატკივრებს ამ სეზონში დიდი მოლოდინი აქვთ"


კორდობა:
"ინტერის" ექს-ფეხბურთელი ივან კორდობა, რომელიც, ამჟამად, კლუბში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას იკავებს, გუნდის კარგი სტარტით კმაყოფილია. რობერტო მანჩინის შეგირდებმა სერია ა-ში ოთხივე სასტარტო მატჩი მოიგეს და სატურნირო ცხრილს ერთიპიროვნულად ლიდერობენ. "ინტერის" თამაში მომწონს", - ციტირებს კორდობას სიტყვებს Tmw. "გულშემატკივრებს ამ სეზონში დიდი მოლოდინი აქვთ. გუნდმა ოთხჯერ ითამაშა და, ჯერჯერობით, დასკვნების გაკეთება ადრეა. მედელი? ეს ფეხბურთელი ყოველთვის მომწონდა. იგი საიმედო, ყურადღებიანი და მშვიდია".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები