ნავასი: "არ მინდა, "რეალში" კასილიასი დაივიწყონ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნავასი: "არ მინდა, "რეალში" კასილიასი დაივიწყონ"


"რეალის" მეკარემ, კეილორ ნავასმა აღნიშნა, რომ მისი დავალება მადრიდულ კლუბში იკერ კასილიასის დავიწყება არ გახლავთ. კოსტარიკელის თქმით, მადრიდელთა ექს-მეკარის, რომელიც ამ ზაფხულს "პორტუში" წავიდა, რეკორდების მიზანდასახულად დამხობას არ აპირებს. "ჩემი მიზანი ისაა, რომ "რეალში" კასილიასი შევცვალო", - ციტირებს ნავასის სიტყვებს Marca. "მინდა, აქ ჩემი ისტორია დავწერო. მინდა ჩემს ოჯახს, "რეალის" გულშემატკივრებსა და ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა, რაც შეიძლება მეტი სიხარული ვაჩუქო. როცა "რეალში" გადმოვედი, კარგად ვიცოდი, თუ რას ნიშნავს კასილიასი ამ კლუბისთვის".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები