"არსენალი" გაბრიელის გაძევებას გაასაჩივრებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"არსენალი" გაბრიელის გაძევებას გაასაჩივრებს


"არსენალი" ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით "ჩელსითან" (0:2) გამართულ შეხვედრაში გაბრიელ პაულისტას მიღებული წითელი ბარათის გასაჩივრებას გეგმავს. მცველს, შეგახსენებთ, სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. როგორც ВВС იუწყება, "მეთოფეები" თავიანთ აპელაციაზე აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ პრემიერ ლიგამ "ჩელსის" ფორვარდ დიეგო კოშტას ქმედება იმ ეპიზოდში, სადაც გაბრიელის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია, აგრესიულად და პროვოკაციულად მიიჩნია. ცნობისთვის, თავად დიეგო კოშტასაც ემუქრება დისკვალიფიკაცია.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები