მარტიალი - პრემიერ ლიგაში ოქროს ბუცის მთავარი პრეტენდენტი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარტიალი - პრემიერ ლიგაში ოქროს ბუცის მთავარი პრეტენდენტი


მარტიალი - პრემიერ ლიგაში ოქროს ბუცის მთავარი პრეტენდენტი
ბუკმეიკერული კანტორა Paddy Power აცხადებს, რომ "მანჩესტერის" ფრანგ ახალწვეულს პრემიერ ლიგის ბომბარდირობის დიდი შანსი აქვს. ანტონ მარტიალი გასულ ზაფხულს "წითელ ეშმაკებს" 36 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა და 2 პრემიერ ლიგურ მატჩში 3 გოლი გაიტანა. Paddy Power-ის ბუკმეიკერები 19 წლის წინახაზელს 100-დან 16% აძლევენ, ხოლო მას მოსდევს სერხიო აგუერო, 100-დან 40%-ით. "ტრანსფერის განხორციელებისთანავე, ყველამ გააკრიტიკა მარტიალში გადახდილი თანხა, თუმცა, კრიტიკოსებს ფრანგი ბიჭუნა ნელ-ნელა ადუმებს. მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგაში ოქროს ბურთის მოპოვების დიდი შანსი აქვს" ,-წერენ ბუკმეიკერები.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები