"ემიუ" მზადაა რონალდუში 124 მლნ ევრო გადაიხადოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ემიუ" მზადაა რონალდუში 124 მლნ ევრო გადაიხადოს


"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებას კვლავ ცდილობს, ავრცელებს ინფორმაციას Daily Mirror. ბრიტანული გამოცემის თანახმად, ინგლისელები მზად არიან 30 წლის პორტუგალიელში 124 მილიონი ევრო გადაიხადონ. შეგახსენებთ, 2009 წელს ფორვარდი "სამეფო კლუბში" დაახლოებით 94 მილიონად გადაბარგდა. "წითელი ეშმაკუნების" ღირსებას იგი 2003 წლიდან 2009 წლამდე იცავდა. ამ სეზონში რონალდუმ მადრიდელთა მაისურით ჩატარებულ 5 მატჩში 8 გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები