ლევანდოვსკი მზადაა "ვოლფსბურგთან" ითამაშოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკი მზადაა "ვოლფსბურგთან" ითამაშოს


"ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის მე-6 ტურის ეგიდით "ვოლფსბურგთან" გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს, იტყობინება sport1.de. ფორვარდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით "ოლიმპიაკოსთან" (3:0) ნათამაშები მატჩის შემდეგ კოჭი ასტკივდა და "დარმშტადტთან" (3:0) საჩემპიონატო დაპირისპირება გამოტოვა. მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 7 მატჩში გატანილი 4 გოლია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები