მოურინიო მატუიდის შეძენას გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო მატუიდის შეძენას გეგმავს


მოურინიო მატუიდის შეძენას გეგმავს
"პსჟ'-ს ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ კარიერა შეიძლება ინგლისში განაგრძოს, ავრცელებს ცნობას TMW. გამოცემის თანახმად, ფეხბურთელით "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული. პორტუგალიელი სპეციალისტი ობი მიკელის თამაშით უკმაყოფილოა და 28 წლის ფრანგში ნიგერიელის პოტენციურ შემცვლელს ხედავს. ამ სეზონში მატუიდიმ პარიზელთა მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები