მანჩინი: "ჩვენ "ინტერი" ვართ და ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძვით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩინი: "ჩვენ "ინტერი" ვართ და ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძვით"


"ინტერის" თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ აღნიშნა, რომ მის გუნდს თამაშის რამდენიმე კომპონენტი ჯერ კიდევ გამოსასწორებელი აქვს. შეგახსენებთ, მილანელებმა იტალიის ჩემპიონატში სასტარტო 4 შეხვედრა მოიგეს და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. "ზაფხულში ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელები შევიძინეთ", - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia. "კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ იდეალური გუნდი არ არსებობს. გარკვეული პრობლემები გვაქვს და მცირე მუშაობაა საჭირო. ჩვენ "ინტერი" ვართ და ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძვით. წარმატებული სტარტის იმედი გვქონდა, რაც მოხდა კიდეც და მოტივაციაც შეგვმატა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები