"რომა" "სამპდორიასთან" ტოტის და რიუდიგერის გარეშე ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"რომა" "სამპდორიასთან" ტოტის და რიუდიგერის გარეშე ითამაშებს


სერია ა-ს მე-5 ტურში იტალიელი ფორვარდი და გერმანელი მცველი "მგლებს" ვერ დაეხმარებიან, იუწყება Football Italia. ტოტი, რომელიც "ჯენოასთან" გასულ მატჩში მინდორზე "რომას" მაისურით მესამედ გავიდა, მინდორს გარეთ ხელის პრობლემის გამოა. რენდგენმა აჩვენა, რომ რომაელთა კაპიტანს, რომელიც მალე 39 წლის გახდება, მოტეხილობა არ აქვს, თუმცა, სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, არ გაერისკა თავდამსხმელის მინდორზე გაყვანა. 22 წლის მცველ რიუდიგერს მარცხენა მუხლის პრობლემები აქვს და ასევე გამოტოვებს "სამპდორიასთან" თამაშს. შეგახსენებთ, "ჯალოროსის" ლაზარეთში ვოიცეხ შესნიც იმყოფება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები