რობერტ ლევანდოვსკი ალიანს-არენაზე გაფრინდა - 5 გოლი 9 წუთში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რობერტ ლევანდოვსკი ალიანს-არენაზე გაფრინდა - 5 გოლი 9 წუთში


მე-2 ტაიმის დაწყებიდან 1 წუთში მოედანზე პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი შემოვიდა, რომელმაც ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა შეცვალა. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმში მიდიოდა და "ვოლფსბურგი" კალიჯურის გოლის წყალობით გამარჯვებას ახერხებდა, თუმცა, ლევანდოვსკი რაღაც განსაკუთრებულისთვის ემზადებოდა... რობერტმა პირველი გოლი 51-ე წუთზე შეაგდო, დაახლოებით, 30 წამში "ბაიერნი" უკვე წინ გავიდა. 55-ე წუთზე ლევანდოვსკის ანგარიშზე უკვე ჰეთრიკი იყო და გულშემატკივრები აღტაცებას ვეღარ მალავდნენ. თავდამსხმელი 3 ბურთზე არ გაჩერდა და რამდენიმე წუთში რეპოკერი (5 გოლი) დადო. ამის შემდეგ, ლევა ძალიან აქტიურობდა, თუმცა, მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლო. "რეკორდმაისტერი" პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო, "მგლები" მე-3 პოზიციაზე დარჩნენ. ბაიერნი 5-1 ვოლფსბურგი გოლები: ლევანდოვსკი 51/ 52/ 55/57/60 - კალიჯური 26 ბაიერნი: ნოიერი, ბერნატი (მარტინესი 46), ალაბა, ბოატენგი, ლამი, ვიდალი, ალონსო (კიმიხი 78), ალკანტარა (ლევანდოვსკი 46), გიოტცე, მიულერი, კოსტა ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი, გუილავოგი, ლუიზ გუსტავო (არნოლდი 59), კალიჯური, კრუზე (შურლე 78), დრაქსლერი, დოსტი (ბენდტნერი 78) გაფრთხილებები: ვიდალი 82 - კალიჯური 42, როდრიგესი 74

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები