ლევანდოვსკი: "ეს საოცრება იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკი: "ეს საოცრება იყო"


ლევანდოვსკი:
"ვოლფსბურგის" წინააღმდეგ პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ 9 წუთში 5 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა. მატჩის შემდეგ "ბაიერნის" ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის გაოცებულია. "ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს წარმოუდგენელია. შეცვლაზე რომ შემოვედი, ჩვენი მიზანი 2 გოლის გატანა და თამაშის შემოტრიალება იყო და გუნდი სწორედ ამისთვის იბრძოდა, მაგრამ 5 გოლი? ეს საოცრება იყო. როცა 5 გოლი გავიტანე, არ ვიცოდი, თუ რამდენ წუთში შევძელი ამის გაკეთება. ეს მატჩის შემდეგ გავიგე და აღფრთოვანებული დავრჩი", - აცხადებს ლევანდოვსკი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები