ლევანდოვსკის პენტა-თრიქი და 8 წარმოუდგენელი ისტორია, რომელიც ვნახეთ! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკის პენტა-თრიქი და 8 წარმოუდგენელი ისტორია, რომელიც ვნახეთ!


ლევანდოვსკის პენტა-თრიქი და 8 წარმოუდგენელი ისტორია, რომელიც ვნახეთ!
GOAL.GE წარმოგიდგენთ ბლოგს - მატჩებზე, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია. "ემიუს" გამარჯვება 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზუსტად ცნობილი არ გახლავთ, თუ რამდენმა გულშემატკივარმა დაიძინა ამ მატჩის მიმდინარეობისას და 90-ე წუთს არ დაელოდა. თითქოს ისე ჩანდა, "ეშმაკუნები" წაგებას შეგუებულნი იყვნენ. "ბაიერნი", "კამპ ნოუ" და მიუნხენელთა გულშემატკივრები ტელევიზორებთან მარიო ბესლერის ფინალში გამარჯვების მომტანი გოლის აღნიშვნისთვის ემზადებოდნენ. თუმცა, კომპენსირებულ დროში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ქამ-ბექი დაფიქსირდა. შერინგემისა და სოლსკიაერის გოლების შემდეგ, ბავარიელები გაზონზე აღმოჩნდნენ; მანჩესტერელებმა კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგების ზეიმი დაიწყეს. სუპერმატჩი 2001 წლის უეფას თასის ფინალში 1/8 ფინალში "ალავესმა" "ინტერი" ჩამოიშორა, ნახევარფინალში კი "კაიზერსლაუტერნი" ორი მატჩის ჯამში 9:2 გაანადგურა. შორეულ 2001 წელსაც ყველამ იცოდა, რა ხდებოდა ესპანური კლუბის შემთხვევაში, რომელსაც ფინალამდე არაერთხელ გაუღწევია. თუმცა, ბასკები მერსისაიდელებმა გაკვირვებულები დატოვეს. "ლივერპულთან" მატჩში ისინი ანგარიშით 3:1 მარცხდებოდნენ, შემდეგ მეოთხე გოლი გაუშვეს და იოჰან კრუიფის შვილის ძალებით 88-ე წუთზე თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს. ჩანდა, რომ 4:4 პენალტების სერიამდე შენარჩუნდებოდა, მაგრამ 117-ე წუთზე ჰელიმ გარი მაკალისტერის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 9 კაცით მოთამაშე "ალავესმა" დარჩენილ დროში თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო. საბერძნეთის ტრიუმფი 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთი ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა, ესპანელებთან, პორტუგალიელებთან და რუსებთან. ტურნირის გახსნით მატჩში ბერძნებმა პორტუგალიას სძლიეს (2:1), შემდეგ კი ესპანეთთან (1:1) ქულები გაიყვეს. რუსეთის ნაკრებთან შეხვედრას საბერძნეთი პრივილეგირებულ მდგომარეობაში შეხვდა და პლეი-ოფში გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდა. შემდეგაც საკმაოდ ძლიერი მეტოქეები შეხვდა ბერძნებს (საფრანგეთი, ჩეხეთი და პორტუგალია), თუმცა, ვერც ერთმა ამ გუნდმა ნიკოპოლიდისის კარის აღება ვერ მოახერხა. ოტო რეჰაგელის შეგირდებმა კი სამი გოლი გაიტანეს, ერთი ფრანგებთან, ერთი ჩეხეთთან და ერთიც ფინალში პორტუგალიასთან. მას შემდეგ მასპინძლები (პორტუგალია) ევროპის ჩემპიონატის მოგებასთან ახლოს ასე აღარასდროს ყოფილან. "ლივერპულის" გამარჯვება 2005 წლის ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპული" ფინალში ლუის გარსიას გოლის წყალობით გავიდა, სტამბულური შეხვედრის პირველ ტაიმში კი იმდენად არეულად გამოიყურებოდა, რომ "მილანისგან" სამი გოლი გაუშვა და ყველას ეგონა, პრაქტიკულად ყველაფერი დამთავრებული იყო. თუმცა, მეორე ტაიმში სავსებით სხვა "ლივერპული" გამოვიდა მინდორზე და თავდავიწყება დაიწყო. 54-ე წუთზე სტივენ ჯერარდმა პირველი გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე "მილანს" აღარანაირი უპირატესობა არ ჰქონდა. საბოლოოდ, დრამა პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ირჟი დუდეკმა ბურთები აუღელვებლად მოიგერია, რითაც "როსონერის" გამოცდილი ფეხბურთელები ხახამშრალი დატოვა. ასეთი შეხვედრის შემდეგ დაძინება შეუძლებელი გახლდათ. ანდრეი არშავინის პოკერი "ენფილდზე" "ენფილდზე" 4 გოლი სტუმარი გუნდის ერთ ფეხბურთელს არშავინამდეც ჰქონდა გატანილი, მაგრამ ეს იმ ხალხმა ნახა, რომლებიც ახლა ჩვენი ბებიები და ბაბუები არიან. 1946 წელს ლეგენდარულ სტადიონზე "ვულვერჰემპტონის" ფეხბურთელმა, დენის უესტკოტმა გაილაღა. 2009 წლის აპრილში რუსის 4 გოლი მსოფლიო მასშტაბით ნამდვილი ბომბა აღმოჩნდა. მას შემდეგ ანდრეის კარიერაში პოკერი აღარ შეუსრულებია. შვედების სუპერქამბექი გერმანელებთან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გერმანიასა და შვედეთს შორის გამართული შეხვედრის 56-ე წუთზე მესუთ იოზილმა ანგარიში 4:0 გახადა. გერმანელები შინ თამაშობდნენ და, რა თქმა უნდა, 1000 ასეთი მატჩიდან 999 შეხვედრას გამარჯვებამდე მიიყვანენ. თუმცა, იმ საღამოს ასე არ მოხდა. 2 წუთის ინტერვალში, 62-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა, ხოლო 64-ე წუთზე ლუსტიგმა პრესტიჟის გოლები გაიტანეს, 76-ეზე ელმანდერმა შვედ გულშემატკივრებს რაღაც იმედი გაუჩინა, ფინალური სასტვენის წინ კი რასმუს ელმმა ანგარიში გაათანაბრა. მსოფლიო ჩემპიონს ასეთი რამ შესარჩევ ეტაპზე არასდროს მოსვლია. ბრაზილიის მარცხი 2014 წლის მუნდიალზე გერმანელებთან მატჩში ბრაზილიელებს ნეიმარი და ტიაგო სილვა გამოაკლდათ, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდით, თუ "სელესაოსთვის" ყველაფერი ასე საშინლად დასრულდებოდა. 29-ე წუთზე ლუის ფელიპე სკოლარის გუნდი უკვე ანგარიშით 0:5 მარცხდებოდა, მატჩის ბოლოს კი 1:7 გახლდათ, რაც ეროვნულ ტრაგედიად და სირცხვილად იქცა. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჰონდურასის მარცხზე უარესი შედეგი; ნახევარფინალში მასპინძლების თამაში უბრალოდ საშინელება იყო. 2015 წლის უეფას სუპერთასი მეორე ტაიმის დასაწყისში ლუის სუარესმა ბენუა ტრემულინასის შეცდომის შემდეგ ანგარიში 4:1 გახადა. "სევილიას" ისღა დარჩენოდა, კატალონიელებისგან მეტი გოლი აღარ გაეშვა და ამისთვის ეთამაშა. თუმცა, თბილისში ჩატარებული მატჩი განსაკუთრებული აღმოჩნდა. რეიესმა ძალიან სწრაფად გაქვითა ერთი გოლი. ლუის ენრიკეს გუნდმა ისე განაგრძო თამაში, თითქოს თასისა და მედლების დაჯილდოების ცერემონიამდე დროს უშვებდა. ანდალუსიელებთან მას ეს არ გამოუვიდა: გამეიროსა და კონოპლიანკას გოლებმა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები გააკვირვა. დამატებით დროში გუნდები ძლივსღა თამაშობდნენ. კატალონიელთათვის ასეთი მატჩის წაგება კატასტროფა იქნებოდა, თუმცა, პედროს გამოსამშვიდობებელმა გოლმა "ბარსელონას" კოშმარი თავიდან ააცილა. ლევანდოვსკის პენტა-თრიქი 9 წუთში მესისა და რონალდუს ერთ მატჩში ხუთი გოლი რამდენჯერმე აქვთ გატანილი. მსოფლიოს ყველა დანარჩენი ფეხბურთელი ამას არც თუ ისე ხშირად აკეთებს. ტოპ ჩემპიონატში 9 წუთში ასეთი რამ არავის გაუკეთებია. ბუნდესლიგის მესამე გუნდის წინააღმდეგ მეორე ტაიმში შეცვლაზე შესვლის შემდეგ კი ეს პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გააკეთა. ამას ვერასდროს დავივიწყებთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები