"რედინგი" - "ევერტონი". სტოუნზმა ტრავმა მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"რედინგი" - "ევერტონი". სტოუნზმა ტრავმა მიიღო


"ევერტონის" მცველი ჯონ სტოუნზი იძულებული იყო, "რედინგის" წინააღმდეგ ინგლისის ლიგის თასის მე-3 რაუნდის მატჩში (2:1) მინდორი ვადაზე ადრე დაეტოვებინა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში 21 წლის ფეხბურთელმა კოჭლობით დატოვა მინდორი მუხლის ტრავმის გამო. თუმცა, "ირისების" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ ტრავმა სერიოზული ხასიათის არაა. "ჯონი სიფრთხილის გამო უფრო შეცვვალეთ, ვიდრე სხვა მიზეზით. მან არც ისე ძლიერი დარტყმა მიიღო მარჯვენა მუხლში და არ გვინდოდა გარისკვა. უახლოეს 2 დღე-ღამეში ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. მაგრამ მეეჭვება, სერიოზული დაზიანება დაუდგინდეს" , - თქვა მარტინესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები