აგენტი: "როხო "ემიუდან" წასვლას არ აპირებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აგენტი: "როხო "ემიუდან" წასვლას არ აპირებს"


"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ მარკოს როხოს აგენტმა, კარლუშ გონსალვეშმა უარყო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი კლიენტის "ნაპოლიში" შესაძლო გადასვლასთან გავრცელებული ჭორები. "აქ სალაპარაკოც არაფერია. ეს სრულიად არაა შესაფერისი მომენტი. მარკოსი ყველაფრით კმაყოფილია "მანჩესტერ იუნაიტედში" და არ აპირებს კლუბის დატოვებას" , - თქვა აგენტმა რადიოსადგურ Radio Kiss Kiss-თან ეთერში. არგენტინელი "იუნაიტედის" შემადგებლობაში მას შემდეგ ხვდება, რაც მარცხენა მცველმა, ლუკ შოუმ მძიმე ტრავმა მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები