ლევანდოვსკიმ 9 წუთში უფრო მეტი გოლი გაიტანა ვიდრე... » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკიმ 9 წუთში უფრო მეტი გოლი გაიტანა ვიდრე...


ლევანდოვსკიმ 9 წუთში უფრო მეტი გოლი გაიტანა ვიდრე...
გერმანიის ბუნდესლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელიც "ბაიერნსა" და "ვოლფსბურგს" შორის მასპინძელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა, აღსანიშნავია, რომ 9 წუთში 5 გოლი გაიტანა პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და რეკორდიც დააამყარა. გთავაზობთ სტატისტიკას, თუ რომელმა ფეხბურთელებმა და გუნდებმა ვერ შეძლეს იმავეს გაკეთება მთელი სეზონის განმავლობაში, რაც ლევანდოვსკიმ 9 წუთში შეძლო. ლევანდოვსკიმ 9 წუთში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე "ლივერპულმა" მიმდინარე სეზონში. იმავეს თქმა შეიძლება "ნიუკასლსა" და "ვესტ ბრომვიჩზე". ლევანდოვსკის 9 წუთში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე ბუნდესლიგის 6 კლუბს (გლადბახი, ჰოფჰენჰაიმი, ჰანოვერი, აუგსბურგი, ლევერკუზენი, ინგოლშტადტი) მიმდინარე სეზონში. ლევანდოვსკიმ 9 წუთში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ლა ლიგაში მოასპარეზე 11-მა გუნდმა და იტალიის ჩემპიონატში მონაწილე 7-მა კლუბმა. ლევანდოვსკის 9 წუთში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე უიენ რუნის 2015 წელს. ლევანდოვსკის 9 წუთში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე მარიო ბალოტელის "ლივერპულში". ლევანდოვსკის 9 წუთში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე ნიკლას ბენდტნერს ბოლო 3 წლის განმავლობაში (იგულისხმება ჩემპიონატში გატანილი გოლები).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები