"ლივერპულის" გულშემატკივრები აქციას აწყობენ: "ჩაიცვი კლოპის მსგავსად" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ლივერპულის" გულშემატკივრები აქციას აწყობენ: "ჩაიცვი კლოპის მსგავსად"


"ლივერპულის" გულშემატკივრები ინგლისის ჩემპიონატის მე-7 ტურის ეგიდით "ასტონ ვილასთან" გასამართ შეხვედრაში საინტერესო აქციის მოწყობას გეგმავენ. "წითლების" ფანების თვითერის გვერდი (The Anfield Chat) მერსისაიდელებს სთავაზობს, მატჩს ისე ჩაცმული დაესწროს, როგორც დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი - სპორტული სარჩელი, კეპი და სათვალე. შეგახსენებთ, ინგლისის ჩემპიონატში "ლივერპულის" წარუმატებელი სტარტის შემდეგ - 8 ქულა 6 მატჩში - გულშემატკივრებმა ბრენდან როჯერსის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებაზე დაიწყეს საუბარი. უელსელი სპეციალისტის შეცვლის მთავარ კანდიდატად სწორედ იურგენ კლოპს ასახელებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები