შნეიდერლინი: "მარტიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შნეიდერლინი: "მარტიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალია"


შნეიდერლინი:
"ემიუს" ნახევარმცველმა, მორგან შნეიდერლინმა თავდამსხმელ ანტონი მარტიალის "წითელი ეშმაკუნების" რიგებში დებიუტზე ისაუბრა. მიმდინარე სეზონში 19 წლის ფრანგმა ინგლისური კლუბის მაისურით 3 მატჩი ჩაატარა და თავი ამდენივე გატანილი გოლით გამოიჩინა. შეგახსენებთ, "მონაკოს" აღზრდილი "წითელ ეშმაკუნებს" 80 მილიონი ევრო დაუჯდათ (ბონუსების ჩათვლით). "მარტიალს წარმოუდგენელი ტალანტი აქვს", - ციტირებს შნეიდერლინის სიტყვებს TMW. "იგი მშვიდი და მოდუნებულია. მინდორზე მისი ხილვა სასიამოვნოა. ანტონი მოვიდა თუ არა, გოლების გატანა დაიწყო. მარტიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალია".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები