Don Balon: რონალდუს "რეალის" დატოვება უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Don Balon: რონალდუს "რეალის" დატოვება უნდა


ცნობილმა საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში, რომელიც "რეალის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ინტერესების დამცველია, ფეხბურთელისთვის ახალ კლუბს ეძებს. Don Balon-ის ცნობით, 30 წლის პორტუგალიელი "რეალიდან" წასვლას მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესთან დაძაბული ურთიერთობის გამო გეგმავს, რომელიც გუნდის თამაშს გარეტ ბეილის გარშემო აგებს. აღინიშნება, რომ რონალდუ "პსჟ"-სთან, "მან სიტისთან" და "ემიუსთან" აწარმოებს უკვე მოლაპარაკებებს. აქამდეც იყო საუბრები რონალდუს "რეალიდან" აბარგების თაობაზე, თუმცა ზაფხულში, როცა ვრცელდებოდა ჭორები იმის თაობაზე, ვითომდა კრიშტიანუ კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის კრიტიკის გამო უნდოდა წასვლა. შეგახსენებთ, ფორვარდს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2018 წელს ეწურება.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები