გალიანი: "ბერლუსკონი ბალოტელით კმაყოფილია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გალიანი: "ბერლუსკონი ბალოტელით კმაყოფილია"


"მილანის" გენერალურმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ "როსონერის" ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ კლუბის მფლობელი სილვიო ბერლუსკონი გაახარა. "პრეზიდენტი მისით კმაყოფილია. მარიოს დაბრუნება ჩემი იდეა იყო, მაგრამ ბერლუსკონის კეთილგანწყობის გარეშე არაფერი მოხდებოდა. მოგვიანებით მისი მოსვლა მიხაილოვიჩმაც მოიწონა. მათ ერთმანეთს კარგად გაუგეს. სინიშამ მარიოს კონკრეტული გარანტიები შესთავაზა და ის მილანში დაბრუნდა" , - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა. აღსანიშნავია, რომ ბალოტელიმ დაბრუნების შემდეგ უკვე შეძლო თავის გამოჩენა, მან გუშინდელ მატჩში "უდინეზეს" გოლი გაუტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები