ანჩელოტი როჯერსის ნაცვლად? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი როჯერსის ნაცვლად?


"რეალის" ექს-თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეიძლება ბრენდან როჯერსი შეცვალოს, ავრცელებს ცნობას Express. წყაროს ინფორმაციით, "წითლების" ხელმძღვანელობამ 56 წლის იტალიელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. "ლივერპული" პრემიერ ლიგაში ექვსი ტურის შემდეგ 8 ქულით მე-13 ადგილს იკავებს. გარდა "რეალისა", ანჩელოტის "იუვენტუსში", "მილანში", "ჩელსისა" და "პსჟ"-შიც უმუშავია და ჩემპიონთა ლიგის ტიტული სამჯერ აქვს მოგებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები