პეპე: "ახალმა კონტრაქტმა თავდაჯერებულობა შემმატა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პეპე: "ახალმა კონტრაქტმა თავდაჯერებულობა შემმატა"


"რეალის" მცველმა, პეპემ განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელს ახალი ხელშეკრულების ვადა 2017 წელს ეწურება. "მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ თავს სრულფასოვან ფეხბურთელად ვგრძნობ", - ციტირებს პეპეს სიტყვებს AS. "შესანიშნავი გრძნობაა, თავდაჯერებული ვარ. კიდევ შემიძლია, გუნდს დავეხმარო, მზად ვარ, იმაზე მეტი გავაკეთო, რაც გამიკეთებია და ყოველდღე სწორედ ამ ფიქრებით ვმუშაობ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები