"ჩელსი" მზადაა მატუიდიში 30 მილიონი გადაიხადოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ჩელსი" მზადაა მატუიდიში 30 მილიონი გადაიხადოს


"პსჟ"-ს ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი "ჩელსის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული, იუწყება Daily Star. გამოცემის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი მზადაა 28 წლის ფრანგში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. აქამდე გავრცელებული ცნობით, "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მატუიდის ჯონ ობი მიკელის შემცვლელად განიხილავს. ამ სეზონში მატუიდიმ "პსჟ"-ს მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ში შვიდი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები