სერია ა. "იუვემ" ქულები დაკარგა, "ინტერი" კვლავ იმარჯვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სერია ა. "იუვემ" ქულები დაკარგა, "ინტერი" კვლავ იმარჯვებს


სერია ა.
ცოტა ხნის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრები. მილანის "ინტერმა" ზედიზედ მე-5 მატჩში გაიმარჯვა. რობერტო მანჩინის გაწვრთნილებმა ამჟამად "ვერონას" სძლიეს. მოულოდნელად დაკარგა ქულები ტურინის "იუვენტუსმა". დებიუტანტმა "ფროსინონემ" "ბებერ ქალბატონებს" გამათანაბრებელი გოლი 92-ე წუთზე გაუტანა და შინ ქულა წაიღო. "რომამ" გასვლაზე "სამპდორიასთან" დათმო დაპირისპირება. ხოლო მეორე დედაქალაქურმა კლუბმა, "ლაციომ", "სტადიო ოლიმპიკოზე" ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა "ჯენოა". "იუვენტუსი" 1:1 "ფროსინონე" "ინტერი" 1:0 "ვერონა" "სამპდორია" 2:1 "რომა" "ლაციო" 2:0 "ჯენოა" "ფიორენტინა" 2:0 "ბოლონია" "კარპი" 0:0 "ნაპოლი" "პალერმო" 0:1 "სასუოლო"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები