ინგლისის თასი. ფავორიტები უდანაკარგოდ მიდიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინგლისის თასი. ფავორიტები უდანაკარგოდ მიდიან


გაიმართა ინგლისის თასის 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრები. დღის ცენტრალური მატჩი "უაით ჰართ ლეინზე" შედგა. ჩრდილო ლონდონურ დერბიში "არსენალი" "ტოტენჰემზე" ძლიერი აღმოჩნდა. მატიე ფლამინის დუბლის წყალობით, არსენ ვენგერის გუნდი შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას განაგრძობს. გასვლითი დაპირისპირება მოიგო ასევე ლონდონურმა გუნდმა, "ჩელსიმ". ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა "უოლსალთან" გაისეირნეს - 1:4. "ლივერპულმა" "კარლისლის" დამარცხება მხოლოდ პენალტების სერიის შემდეგ შესძლო. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანებში მასპინძლები მეტოქეზე ზუსტი გამოდგნენ. "ლივერპულისგან" განსხვავებით, მატჩის მოგება არ გასჭირვებია "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელმაც 3 უპასუხო გოლი შეაგდო "იფსვიჩის" კარში. "მან უტდ" 3:0 "იფსვიჩი" "ტოტენჰემი" 1:2 "არსენალი" "უოლსალი" 1:4 "ჩელსი" "ნორვიჩი" 3:0 "ვესტ ბრომვიჩი" "კრისტალ პალასი" 4:1 "ჩარლტონი" "მილტონ კეინს დონსი" 0:6 "საუთჰემფტონი" "ნიუკასლი" 0:1 "შეფილდ უენსდეი"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები