ენრიკე: "შეცდომები უნდა გამოსწორდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ენრიკე: "შეცდომები უნდა გამოსწორდეს"


ენრიკე:
ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში კატალონიის "ბარსელონა" სტუმრად "სელტასთან" 4:1 დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა. მატჩის შემდეგ კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გააკეთა. "რა თქმა უნდა, ამ მარცხით ბედნიერი არ ვარ, მაგრამ ეს კარგი მაგალითი იყო ჩვენთვის. დაშვებულ შეცდომებზე მუშაობაა საჭირო და ეს შეცდომები უნდა გამოსწორდეს. სელტამ კი იდეალური ფეხბურთი ითამაშა. ნოლიტოს გოლის დროს დაცვამ შეცდომა დაუშვა. ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ამ მინუსებზე", - განაცხადა ენრიკემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები