ფერგიუსონი: "რუნის მაღალ ხელფასზე უარი ვუთხარი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფერგიუსონი: "რუნის მაღალ ხელფასზე უარი ვუთხარი"


მორიგი კომენტარი გააკეთა სერ ალექს ფერგიუსონმა მისი "მანჩესტერ იუნაიტედში" მოღვაწეობაზე. ამჯერად, შოტლანდიელმა სპეციალისტმა "იუნაიტედში" მოქმედ ხელფასებზე ისაუბრა. "2010 წელს უეინ რუნისთან ახალ კონტრაქტს ვაფორმებდით და პრობლემა მისი ხელფასი იყო. გლეიზერების ოჯახი თანახმა იყო, რომ უეინისთვის იმდენი გადაეხადათ, რამდენსაც თავად ფეხბურთელი მოითხოვდა. თუმცა, მე არ ვიყავი თანახმა, რომ რუნის ჩემზე 2-ჯერ მეტი ხელფასი ჰქონოდა. ზოგადად, ეს უსამართლობა იქნებოდა, რომ გუნდში რომელიმე ფეხბურთელს მწვრთნელზე 2-ჯერ დიდი ხელფასი ჰქონოდა", - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები