ტრავმირებული ბრავო ნაკრებში გამოიძახეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტრავმირებული ბრავო ნაკრებში გამოიძახეს


"ბარსელონას" მეკარე ჩილეს ეროვნულ ნაკრებში ბრაზილიასთან და პერუსთან გასამართი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრებისთვის გამოიძახეს. მატჩები 9 და 14 ოქტომბერს შედგება. უნდა აღინიშნოს, რომ გოლკიპერს მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა ჯერ კიდევ არ მოურჩენია, რომელიც ვარჯიშზე მიიღო. მის დაბრუნებას ოქტომბრის პირველ რიცხვებში ელიან. ამ ეტაპზე, ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ მხოლოდ ლეგიონერები გამოიძახა. ადგილობრივი კლუბების ფეხბურთელებს მოგვიანებით გამოიძახებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები