რობერტო მანჩინი: "ვართ თუ არა ფავორიტები სკუდეტოსთვის ბრძოლაში?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რობერტო მანჩინი: "ვართ თუ არა ფავორიტები სკუდეტოსთვის ბრძოლაში?"


"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ "ვერონასთან" მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა გუნდის წარმატებული სეზონის სტარტზე. როგორც იცით, "ინტერმა" 5 ტურში 5 გამარჯვება მოიპოვა. "ახლა ქულებს ვიმარაგებთ ზამთრის წინ. არ ვარ კმაყოფილი იმით, თუ როგორ დავიწყეთ მატჩი, ალბათ, დაღლილობამ იქონია გავლენა, მაგრამ შესვენების შემდეგ გავაუმჯობესეთ. მიხარია მელოს გამო, ეს მისთვის ტიპური გოლი იყო. სეზონის პირველი მატჩები ყოველთვის რთულია, და ეს ამტკიცებს იმას, თუ რა პრობლემები აქვთ ახლა იმ გუნდებს, რომლებიც ჩვენზე უკეთ არიან მომზადებული სკუდეტოსთვის საბრძოლველად. მატჩიდან მატჩამდე გავაუმჯობესებთ, ყველაფერი თანდათანობით მოხდება. ვართ თუ არა ფავორიტები სკუდეტოსთვის ბრძოლაში? შესაძლოა, მხოლოდ "ფიორენტინასთან" მომდევნო თამაშამდე, ეს მატჩი ძალიან რთული იქნება", - თქვა მანჩინიმ. აღსანიშნავია, რომ "ინტერმა" სეზონი ზედიზედ 5 გამარჯვებით დაიწყო პირველად 1966 წლის შემდეგ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები