ხავიერ მასკერანო: "სელტამ" არამხოლოდ ანგარიშით, თამაშითაც გვაჯობა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხავიერ მასკერანო: "სელტამ" არამხოლოდ ანგარიშით, თამაშითაც გვაჯობა"


"ბარსელონას" მცველმა, ხავიერ მასკერანომ კომენტარი გააკეთა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (1:4) "სელტასთან" დამარცხებაზე. "მოწინააღმდეგემ არამხოლოდ ანგარიშით, თამაშითაც გვაჯობა და ეს გვაღელვებს. მათ მოიგეს ორთაბრძოლა და დამსახურებულად გაიმარჯვეს. წაგება ყოველთვის საწყენია, მაგრამ ასეთი მატჩები გვაძლიერებს. ფურცლის გადაშლის საუკეთესო საშუალება შაბათის თამაშზე ფიქრი და მისი კარგად ჩატარებაა" , - თქვა მასკერანომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები