"არსენალი" რამდენიმე ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"არსენალი" რამდენიმე ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს


"არსენალი" ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს ჰავბეკ მესუთ ოზილთან და მცველ ნაჩო მონრეალთან. Daily Mail-ის ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა უკვე დაიწყო ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები და მზადაა, ოზილს ხელფასის გაზრდა შესთავაზოს. შეგახსენებთ, 26 წლის გერმანელი "არსენალში" ყოველკვირეულად 140 ათას ფუნტს გამოიმუშავებს და გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. აღსანიშნავია, რომ "მეთოფეებმა" მონრეალს უკვე შესთავაზეს ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი, მიკელ არტეტასთან შეთანხმების 1 წლით გახანგრძლივებაზე კი გადაწყვეტილებას სეზონის დასრულებისთანავე მიიღებენ. ნახევარმცველი მატიე ფლამინი, სავარაუდოდ, "არსენალს" დატოვებს თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები