"არსენალი" იოზილს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"არსენალი" იოზილს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს


"არსენალი" უახლოეს პერიოდში ნახევარმცველ მესუთ იოზილს ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებს, ავრცელებს ინფორმაციას Daily Mirror. გერმანიის ეროვნული ნაკრების ჰავბეკი, მოგეხსენებათ, ლონდონურ კლუბში 2013 წელს გადაბარგდა 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ. 26 წლის ფეხბურთელმა "არსენალთან" კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა. მიმდინარე სეზონში იოზილმა პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 5 მატჩში საკუთარ აქტივში ორი შედეგიანი პასი ჩაიწერა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები