"ბარსას" რაფინიას შემცვლელად მაჰრეზი სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსას" რაფინიას შემცვლელად მაჰრეზი სურს


"ბარსელონა" ინტერესს "ლესტერის" ნახევარმცველ რიად მაჰრეზისადმი იჩენს, ავრცელებს ინფორმაციას Mundo Deportivo. ესპანური გამოცემის თანახმად, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე 24 წლის ალჟირელს რაფინია ალკანტარას შემცვლელად განიხილავს, რომელიც ამ სეზონში მუხლქვეშა მყესების გაწყვეტის გამო ვეღარ შეძლებს მინდორზე გასვლას. მიმდინარე სეზონში მაჰრეზმა ინგლისის ჩემპიონატში ექვსი შეხვედრა ჩაატარა, ხუთი გოლი შეაგდო და სამი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები