დონადონიმ შეიძლება "უდინეზეს" უთავკაცოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დონადონიმ შეიძლება "უდინეზეს" უთავკაცოს


იტალიის ეროვნული ნაკრების ექს-თავკაცმა, რობერტო დონადონიმ, არ არის გამორიცხული, "უდინეზე" გაწვრთნას, ავრცელებს ინფორმაციას Sport Mediaset. იტალიური კლუბის ამჟამინდელი მენტორი სტეფანო კოლანტუოლო დაკავებული პოსტიდან გათავისუფლებასთან ახლოსაა, რადგან ეს სეზონი მისმა შეგირდებმა არც თუ ისე კარგად დაიწყეს, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს: სერია ა-ს ხუთ მატჩში უდინელებმა ოთხი მარცხი განიცადეს. "უდინეზეს" ხელმძღვანელობამ პოტენციურ სპეციალისტებთან მუშაობა უკვე დაიწყო, რომელთა შორისაცაა დონადონი, იტალიის ნაკრების ექს-მწვრთნელი 2006 წლიდან 2008 წლამდე. გარდა "სკუადრა აძურასი", გამოცდილი სპეციალისტი "ლივორნოში", "ჯენოაში", "ნაპოლიში", "კალიარისა" და "პარმაშიც" მუშაობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები