"ხვალინდელ თამაშს დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას მივუძღვნით!..“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ხვალინდელ თამაშს დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას მივუძღვნით!..“


„იუთუბზე“ ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების ვიდეომ, სადაც ისინი დაღუპულ თანამებრძოლს, ვასილ ყულჯანიშვილს გამოემშვიდობნენ და მისი ბოლო თხოვნა შეასრულეს, სრულიად საქართველო შეძრა. როგორც ქართველმა ბიჭებმა აღნიშნეს, ვასილის ბოლო სურვილი ის იყო, რომ მათ ქართველი მორაგბეების მხარდასაჭერად, რომლებიც 25 სექტემბერს მსოფლიო თასზე არგენტინას დაუპირისპირდებიან, სპეციალური ვიდეო გადაეღოთ. ჯარისკაცებმა თავისი ღიმილიანი მეგობრის სურვილი შეასრულეს და ვიდეო „იუთუბზე“ გაავრცელეს. Fortuna.ge დაინტერესდა, ნახეს თუ არა ეს მიძღვნა ქართველმა მორაგბეებმა და ნაკრების წევრს, მეკო კვირიკაშვილს დავუკავშირდით. აი, რა განაცხადა „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მორაგბემ. რა თქმა უნდა, ვნახეთ ეს ვიდეო. მთელმა ქვეყანამ გულთან ახლოს მიიტანა ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალება და თითოეული ჩვენგანისთვის რთულად გადასატანი ამბავია, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციური გამოდგა, როცა მისი ბოლო სურვილის შესახებ შევიტყვეთ... თითოეული ჩვენგანი და მე ყველას სახელით ვსაუბრობ ახლა, ხვალინდელ თამაშამდე იფიქრებს ჯარისკაცის უკანასკნელ თხოვნაზე და შევეცდებით, რომ მას კარგი თამაში მივუძღვნათ, მისი თანამებრძოლები და მთელი საქართველო კი გამარჯვებით გავახაროთ. მთელი ნაკრების სახელით მინდა გავიზიარო მისი ოჯახის მწუხარება... მეთექვსმეტე მოთამაშეს ვგრძნობთ. მთელი საქართველოს სულისკვეთება და ქომაგობა ძალიან მაგრად იგრძნობა. ხვალინდელ თამაშს დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას მივუძღვნით და ვეცდებით, რომ ჩვენი ქომაგი გავახაროთ", - აცხადებს კვირიკაშვილი „ფორტუნასთან“ ინტერვიუში წყარო: Fortuna.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები