ნოლიტომ "სელტასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნოლიტომ "სელტასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა


ნოლიტომ
"სელტას" ნახევარმცველმა, ნოლიტომ კლუბის შეთავაზება უარყო, ავრცელებს ინფორმაციას El Mundo Deportivo. 28 წლის ესპანელს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, ანაზღაურების საგრძნობლად გაზრდასთან ერთად. მიუხედავად ამისა, ჰავბეკი ვიგოს დატოვებასა და "ბარსელონაში" გადაბარგებას გეგმავს, რომელიც მისი შეძენის მთავარი პრეტენდენტია. ცნობისთვის, ლა ლიგის მე-5 ტურის ეგიდით გამართულ გუშინდელ შეხვედრაში ნოლიტომ კატალონიელთა კარში გოლის გატანა და ორი საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, საბოლოო ჯამში კი შეხვედრა "სელტას" გამარჯვებით დასრულდა - 4:1.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები