ბილიამ ვარჯიში დაიწყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბილიამ ვარჯიში დაიწყო


"ლაციოს" ნახევარმცველმა, ლუკას ბილიამ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა, ავრცელებს ინფორმაციას Football Italia. შეგახსენებთ, 29 წლის არგენტინელმა იტალიის ჩემპიონატის პირველივე ტურში "ბოლონიასთან" (2:1) გამართულ შეხვედრაში მიიღო ტრავმა, მას შემდეგ, რაც მატჩში ანგარიში გახსნა. სამედიცინო შემოწმებამ ჰავბეკს ფეხის კუნთის დაზიანება დაუდგინა. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებს თუ არა ბილია სერია ა-ს მე-6 ტურის ეგიდით "ვერონასთან" გასამართ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები