დ'ალესანდრო: "ხალხი რონალდუზე ფიქრობს, მაგრამ "რეალის" ტაქტიკაში მთავარი ბენზემაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დ'ალესანდრო: "ხალხი რონალდუზე ფიქრობს, მაგრამ "რეალის" ტაქტიკაში მთავარი ბენზემაა"


დ'ალესანდრო:
მადრიდის "ატლეტიკოს" და "რაიო ვალეკანოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხორხე დ'ალესანდრო მიიჩნევს, რომ მადრიდის "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელი ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენზემაა. "რეალის" ტაქტიკაში ყველაზე დიდი როლი კარიმ ბენზემას აკისრია. ის გუნდის მთავარი მოთამაშეა. ხალხი რონალდუზე ფიქრობს, მაგრამ საკვანძო ფიგურა ბენზემაა", - განაცხადა დ'ალესანდრომ. შეგახსენებთ, რომ ბასკური "ბილბაოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში "რეალმა" სწორედ ბენზემას დუბლის წყალობით იმარჯვა (2:1).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები