ჩერიშევით 4 კლუბი ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩერიშევით 4 კლუბი ინტერესდება


ჩერიშევით 4 კლუბი ინტერესდება
"რეალის" ნახევარმცველმა, დენის ჩერიშევმა შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი შეიცვალოს. რუსეთის ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღებას აპირებს, რათა ევრო-2016-ზე წავიდეს. ჩერიშევით "ვალენსია", "სევილია", "ლივერპული" და "ზენიტი" ინტერესდებიან. აღსანიშნავია, რომ პრიმერას ხუთ ტურში ჩერიშევი მხოლოდ ერთხელ გავიდა მინდორზე, 14 წუთი გაატარა "გრანადასთან" მატჩში (1:0).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები