ემერი: "უნდა ავიმაღლოთ თვითშეფასება და სიტუაცია შევცვალოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერი: "უნდა ავიმაღლოთ თვითშეფასება და სიტუაცია შევცვალოთ"


"სევილიას" მწვრთნელმა, უნაი ემერიმ "ლას პალმასთან" თავისი გუნდის დამარცხებაზე (0:2) კომენტარი გააკეთა. "არ არსებობს იმაზე ცუდი მდგომარეობა ვიდრე ახლა ვართ. უნდა ავიმაღლოთ თვითშეფასება და სიტუაცია შევცვალოთ" , - მიაჩნია ესპანელს. "ჩვენთვის გარემოებები საუკეთესო კუთხით არ ვითარდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი გოლის გატანა, რამდენადაც ის მოტივაციას მოგვცემდა. კარგი შანსები გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოვახდინეთ, მოწინააღმდეგემ კი პირველივე რეალური შესაძლებლობისას გაიტანა. შემდეგ მათ მეორე გოლი გაიტანეს და კიდევ უფრო გაგვირთულდა. შედეგი უარყოფითია, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ" , - გააგრძელა ემერიმ.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები