ტოხირი: "გზის დასაწყისში ვიმყოფებით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოხირი: "გზის დასაწყისში ვიმყოფებით"


"ინტერის" პრეზიდენტმა, ერიკ ტოხირმა სერია ა-ში წარმატებული სტარტისთვის გუნდი შეაქო. "გასაოცრად დავიწყეთ, მაგრამ კიდევ, დაახლოებით, 30 ასეთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. გზის დასაწყოსში ვიმყოფებით. მნიშვნელოვანია, ფეხბურთელები ღრუბლებში კი არ დაფრინავდნენ, არამედ მატჩიდან მატჩამდე იგებდნენ. გაიტანა და კარგად ითამაშა მელომ, ისევე როგორც იკარდიმ, გუარინმა და იოვეტიჩმა. თითოეული თავის საუკეთესო თვისებებს აჩვენებს. ჩვენ ამ სეზონში ბევრი გვაკვირდება და გვინდა, ვაჩვენოთ, რომ ნამდვილი "ინტერი" ვართ" , - განაცხადა ტოხირმა. შეგახსენებთ, 5 ტურის შემდეგ "ინტერმა" სერია ა-ში 15-დან 15 ქულა დააგროვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები