რემი: "მზად ვარ კოშტა შევცვალო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რემი: "მზად ვარ კოშტა შევცვალო"


"ჩელსის" თავდამსხმელმა, ლოიკ რემიმ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა სასტარტო შემადგენლობაში დიეგო კოშტა სრულფასოვნად შეცვალოს. შეგახსენებთ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით "არსენალთან" (2:0) გამართულ შეხვედრაში აგრესიული ქმედებების გამო დასაჯეს. "მზად ვარ დიეგო კოშტა შევცვალო", - ციტირებს რემის სიტყვებს Daily Mail. "რა თქმა უნდა, საუკეთესო ფეხბურთს ვითამაშებ. კოშტა საჭირო ფეხბურთელია, მაგრამ მის ნაცვლად თამაში შესაძლებელია. პირადად მე "ჩელსიში" მოსვლის შემდეგ ჩემი ფეხბურთი შევცვალე, რადგან ამ გუნდში ყოველთვის უნდა გააუმჯობესო თამაში".
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები