ლორია "ჩელსიში"? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლორია "ჩელსიში"?


ლორია
"TV პირველიის" ეთერში, თოქ-შოუში "ჩვენი ფეხბურთი" სტუმრად გახლდათ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე. საუბრის თემა იყო საქართველოს ნაკრები, გუნდის თავკაცმა საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა, რომელიც გიორგი ლორიას "ჩელსიში" ტრანსფერს ეხება. "არ დაიჯერებთ და, წავიდა გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" და ორი დღეა "ჩელსი" რეკავს, ტელეფონი არ ჩერდება... ეს სიმართლეა, მაგრამ გიორგიმ ახლა უნდა დაივიწყოს ეს მომენტი და კონცენტრაცია გააკეთოს თავის გუნდზე", - განაცხადა ცხადაძემ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 29 წლის კიპერმა სამარის "კრილიასთან" 1 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები