დღის ფსონი: 26.09.2015 » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დღის ფსონი: 26.09.2015


მოგესალმებით, კარს მოგვადგა მორიგი შაბათი და ჩვენც გიბრუნდებით, რათა მორიგი დღის ფსონი შემოგთავაზოთ. სამწუხაროდ, რამდენიმე წარუმატებელი ბილეთი გამოგვივიდა და ამჯერად კიდევ უფრო მეტი დაფიქრებით მივუდგებით საქმეს, ვიმედოვნებ, რომ ერთად მოვუგებთ ტოტალიზატორებს. expertisfsoni LEIARS პრემიერლიგაში 6 ტური გაილია და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი შემორჩა. ეს გუნდი, არც მეტი არც ნაკლები, "ლესტერია". ამ შაბათს ამ გუნდმაც უნდა წააგოს, თანაც მათი მეტოქე ლონდონის "არსენალია" და "მეთოფეებთან" წაგება ნამდვილად არ იქნება ტრაგედია. არსენ ვენგერის გუნდმა დასაკარგი ქულები უკვე დაკარგა და ახლა მოგების დროა. შუა კვირაში ორივე გუნდმა ურთულესი მატჩები ჩაატარა თასზე და ორივე მათგანი მომდევნო ეტაპზეა. ასეთ დატვირთვებს დედაქალაქური კლუბი მიჩვეულია, ხოლო "ლესტერი" კი - ნაკლებად. სტუმრების მოგება - 1,9 კოეფიციენტით, ნამდვილად რეალურია.

Goal.Ge–ს პროგნოზი – 1:3

WOLHAN "ვოლფსბურგი" ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში ჩემპიონატის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდს, "ჰანოვერს" უმასპინძლებს. ჰეკინგის გუნდმა შუა კვირაში "ბაიერნთან" უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, მას შემდეგ, რაც რობერტ ლევანდოვსკიმ 5 გოლი სულ რაღაც 9-წუთიან მონაკვეთში გაიტანა. რეაბილიტირება აუცილებელია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ "ჰანოვერი" იქნება მათი მსხვერპლი, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ანგარიშით გაიმარჯვებენ მასპინძლები, თუმცა, სიფრთხილეს გამოვიჩენ და უბრალოდ მოგებას დავწერ - 1,45 კოეფიციენტი.

Goal.Ge–ს პროგნოზი – 4:0

AZHER "ჰერაკლესის" "თავხედობა" უკვე ყველანაირ ზღვარს ცდება. მართალია, სახელიდან გამომდინარე ეს გუნდი უძლეველი უნდა იყოს, თუმცა, მთლად ასე ნამდვილად არ არის. შაბათს ისინი "ალკმაარს" ეწვევიან და ვიმედოვნებ, რომ დამარცხდებიან კიდეც. "აზ-ს", ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, ჯერ შინაურ კედლებში გამარჯვება არ უზეიმია და უკვე დროა. ძალიან მსუყე კოეფიციენტად ეს რისკი ნამდვილად ღირს - 2,0 "კუში" მასპინძლების მოგებაზე !!!

Goal.Ge–ს პროგნოზი – 2:1

26/09 - 18:00 პრემიერლიგა ლესტერი - არსენალი - 2 1,9
26/09 - 17:30 ბუნდესლიგა ვოლფსბურგი - ჰანოვერი 1,35
26/09 - 22:45 ერედივიზიონი ალკმაარი - ჰერაკლესი - 1 2
კოეფიციენტის ჯამი : 5,5

დაალაიქეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, სადაც იხილავთ სხვა პროგნოზებსაც: https://www.facebook.com/betofthedaygoalge


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები