ფლამინი: "ტოტენჰემის" კარში გატანილი გოლები გულშემატკივრებისადმი მადლიერების გამოხატვაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფლამინი: "ტოტენჰემის" კარში გატანილი გოლები გულშემატკივრებისადმი მადლიერების გამოხატვაა"


ფლამინი:
"არსენალის" ფრანგი ნახევარმცველი მატიე ფლამინი "ტოტენჰემთან" გამარჯვების შემდეგ კლუბის პრეს-სამსახურს ესაუბრა. შეგახსენებთ, "მეთოფეებმა" 2:1 მოიგეს, ორივე ბურთი კი "დეზების" კარში მატიე ფლამინიმ გაიტანა, რომელიც ხშირად არ გადის მინდორზე "არსენალის" შემადგენლობაში. "ტოტენჰემის" კარში ჩემ მიერ გატანილი ორი გოლი "არსენალის" გულშემატკივრებისადმი მხარდაჭერისთვის მადლიერების გამოხატვაა. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ და ჩემს კარიერაში უზარმაზარ როლს თამაშობდნენ. მნიშვნელოვანი იყო მათთან ერთად გოლების აღნიშვნა" , - თქვა ფლამინიმ. "პირველი შემთხვევაა, როცე ერთ მატჩში დუბლს ვასრულებ. მშვენიერია ამის დერბიში გაკეთება, ასეთ მნიშვნელოვან მატჩში. "დეზების" წინააღმდეგ თამაშები ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს დერბია. ვცდილობდი, შეტევაში ცოტა უფრო გახსნილად მემოქმედა, ვგრძნობდი, რომ შემიძლია გოლის გატანა. ამიტომ, წინ წავედი და გავიტანე. ასევე, მარცხენა ფეხით გავიტანე, რაც ჩემთვისაც სიურპრიზი იყო" , - შეაჯამა ფლამინიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები