ნაკრების ფეხბურთელებმა სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის 13 ათასი ლარი გადარიცხეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაკრების ფეხბურთელებმა სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის 13 ათასი ლარი გადარიცხეს


13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ უკვე სამი თვე გავიდა, ეს დღე თითოეული თბილისელისა და ქართველისთვის ძალიან მძიმეა. სტიქიამ ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა, ბევრიც დაშავდა, უფრო მეტი კი უსახლკაროდ დარჩა. მაშინვე შეიქმნა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდი. ტრაგედიას გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის არც ჩვენი ეროვნული ნაკრები გუნდიც. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გუშინ 13 ათას 500 ლარით შეეწივნენ ფონდს და ამით თავისი წვლილი შეიტანეს დედაქალაქისა და დაზარალებული მოსახლეობის რეაბილიტაციის საქმეში. ამასთან ერთად ბიჭები კიდევ ერთხელ უთანაგრძნობენ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები