დი მარიას "პსჟ"-ში გადასვლა ჯერ კიდევ გასულ წელს სურდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დი მარიას "პსჟ"-ში გადასვლა ჯერ კიდევ გასულ წელს სურდა


"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ პარიზულ კლუბში გადაბარგება ჯერ კიდევ გასულ წელს უნდოდა. შეგახსენებთ, 2014 წელს არგენტინელი "რეალიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა, "პსჟ"-ში კი ამ ზაფხულს აღმოჩნდა. "გასულ წელს "პსჟ"-ში გადასვლასთან ახლოს ვიყავი", - აცხადებს დი მარია BeInSport-თან ინტერვიუში. "მახსოვს, ინტერნეტში ისიც კი ვნახე, გუნდში 11-ნომრიანი მაისური თავისუფალი იყო თუ არა. თუმცა, ტრანსფერი არ შედგა. საბოლოო ჯამში, აქ ამ წელს აღმოვჩნდი. როგორც ჩანს, ჩემი ბედი ასეთია".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები