რანიერი: "არ მესმის, რატომ არ მოუგია "არსენალს" ამდენი ხანი პრემიერ ლიგა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რანიერი: "არ მესმის, რატომ არ მოუგია "არსენალს" ამდენი ხანი პრემიერ ლიგა"


"ლესტერის" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მიიჩნევს, რომ "არსენალი" ჩემპიონობისთვის უკვე დიდი ხანია, მზადაა. პრემიერ ლიგის მომავალ ტურში "მეთოფეები" სწორედ იტალიელი სპეციალისტის შეგირდების მეტოქეები იქნებიან. "არ ვიცი, "არსენალი" ამდენი ხანია, რატომ ვერ ახერხებს ტიტულის მოგებას", - ციტირებს რანიერის სიტყვებს The Mirror. "არსენ ვენგერი კარგი მწვრთნელია და მას ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ტიერი ანრის, დენის ბერგკამპისა და ფრედრიკ ლიუნგბერგის დონის ფეხბურთელების შეცვლა ადვილი არ არის. მიუხედავად ამისა, "მეთოფეები" ბრძოლისთვის კვლავ მზად არიან. შეიძლება, არა ჩემპიონთა ლიგის, მაგრამ ინგლისის ჩემპიონატის ნამდვილად".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები