ბეჰქემი: "ემიუს" ისეთი ფეხბურთელი სჭირდებოდა, როგორიც მარტიალია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბეჰქემი: "ემიუს" ისეთი ფეხბურთელი სჭირდებოდა, როგორიც მარტიალია"


ბეჰქემი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მიიჩნევს, რომ გუნდის ახალწვეული ანტონი მარტიალი კლუბს იდეალურად ეწყობა. ინგლისელის განცხადებით, ახალგაზრდა ფრანგს კიდევ ბევრი გოლის გატანა შეუძლია. "მარტიალმა კარგად დაიწყო", - ციტირებს ბექჰემის სიტყვებს ВВС. "იგი მხოლოდ 19 წლისაა, მასში კი დიდი თანხა გადაიხადეს. ვიმედოვნებ, ასე გააგრძელებს. როგორც "ემიუს" გულშემატკივარი, იმედი მაქვს, იგი კიდევ ბევრ გოლს გაიტანს. ასეთი ფეხბურთელი სჭირდებოდა გუნდს. "ემიუ" ტიტულისთვის იბრძოლებს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები