პაულისტას არბიტრებთან კამათის გამო დასჯიან? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პაულისტას არბიტრებთან კამათის გამო დასჯიან?


"არსენალის" მცველი გაბრიელ პაულისტა, არ არის გამორიცხული, ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით "ჩელსისთან" (0:2) გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას მსაჯებთან კამათის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯონ. შეგახსენებთ, აღნიშნულ შეხვედრაში დიეგო კოშტას პროვოკაციის შემდეგ ბრაზილიელი გააძევეს. "მეთოფეებმა" წითელი ბარათი გაასაჩივრეს და ფეხბურთის ფედერაციამ ეს სარჩელი დააკმაყოფილა. მიუხედავად ამისა, პრემიერ ლიგა გაბრიელის საქციელს განიხილავს, რომელმაც გაძევების შემდეგ მინდორი არ დატოვა, არბიტრსა და მის დამხმარეებს ეკამათებოდა. როგორც ВВС იუწყება, ამის გამო მას მორიგი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები